„როზე“ ანუ ვარდისფერი ღვინო ზაფხულის ღვინოდ ითვლება. ის წითელი ყურძნისგან მზადდება.

ღვინის ვარდისფერი შეფერილობა  ჭაჭასთან დაყოვნების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.  ფერი ხშირად მეტყველებს ღვინის არომატსა და გემოს თვისებებზე.

რატომ ითვლება ის საზაფხულო ღვინოდ? პასუხი მარტივია – ვარდისფერი ღვინოებისთვის დამახასიათებელია მაღალი მჟავიანობა,  „ პირის გასველების“ მაღალი ეფექტი და სიგრილის შეგრძნება.

წელიწადის ცხელ დროს  არჩევანი უფრო მეტად კეთდება ისეთ ღვინოებზე, რომლებსაც ახასიათებს ხილის არომატები და მეტი „სიცოცხლე“.

 

„როზე“ სასურველია მივირთვათ ბოსტნეულთან და ახალ ხილთან. გარდა ამისა, ის კარგად ეხამება სხვა საზაფხულო კერძებს, ყველსა და ცოცხალ თევზს.

სასურველია დავაგემოვნოთ გაგრილებული 10-12°C ტემპერატურაზე.

EASY WINE-ში წარმოდგენილია „როზეს“ ფართო არჩევანი.

მათი დაგემოვნება სადეგუსტაციო დისპენსერების საშუალებითაა შესაძლებელი.

Leave a reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *