ღვინის ბარ-რესტორანი EASY WINE-ი საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნას ესწრებოდნენ   EASY WINE-ის მეგობრები, ღვინის სპეციალისტები და მცოდნეები, სომელიეები, ტურიზმისა და სარესტორნო საქმიანობის წარმომადგენლები – ისინი, ვინც საქართველოში მაღალი ხარისხის მომსახურების, ღვინისა და ქართული სტუმართმოყვარეობის გულშემატკივრები არიან.

სტუმრები  EASY WINE-ის  სადეგუსტაციო დისპენსერულ  სისტემას  გაეცნენ, სამასამდე სახეობის ქართული წარმოების ღვინიდან გახსნის დღეს სტუმრებს  64 სახეობის დაგემოვნების საშუალება მიეცათ, სასურველი გემოს შერჩევაში მათ სომელი უწევდა დახმარებას.

ლენტის გაჭრა, ფოერვერკი, ცოცხალი მუსიკა, ლოგოტიპირებული გრანდიოზული ტორტი და სტუმრებისთვის განკუთვნილი სიმბოლური საჩუქრები საზეიმო საღამოს ნაწილი იყო.

ჩვენი კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა!